ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაში!

120-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოყენებული იაპონური ბიოლოგიური პროდუქტი, რომელმაც გააჯანსაღა ფლორა და ფაუნა. ენდეთ ხარისხსა და გამოცდილებას. მიიღეთ მაქსიმალური შედეგები მინიმალური დანახარჯებით!

    

კურიერის მომსახურება თბილისის მასშტაბით 3 ლიტრი და ზემოთ უფასოდ!

რისთვის გამოიყენება EM

მემცენარეობა

მემცენარეობა

ამაღლებს მოსავლიანობას 15-დან 200%-მდე; აჩქარებს მომწიფების ვადებს 10-15 დღით; ამცირებს ნიტრატების შემცვლელობას ნაყოფში; აუმჯობესებს მცენარეების განვითარებას; ნაყოფი საღია გაცილებით დიდხანს; უკეთესობისაკენ უცვლის გემოსა და არომატს; იცავს პარაზიტებისა და მავნებლებისაგან.

მეცხოველეობა და მეფრინველეობა

მეცხოველეობა და მეფრინველეობა

აძლიერებს ცხოველებისა და ფრინველების იმუნურ სისტემას; ამცირებს სიკვდილიანობას; ზრდის პროდუქტიულობასა და ხარისხს; მკვეთრად აუმჯობესებს ცხოველების ფიზიკურ მდგომარეობას; წველადობა იზრდება 30%-ით; ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარებას; ხორცი გაცილებით ჯანსაღი და გემრიელია.

მეთევზეობა და წყლები

მეთევზეობა და წყლები

საფერმერო აუზებში ნალექის (ლამი) დაგროვების პრევენცია; მედიკამენტებისა და სიკვდილიანობის შემცირება; წყლის ხარისხის გაუმჯობესება; მატულობს ქვირითის რაოდენობა; ამცირებს თევზების სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს.

სასათბურე მეურნეობა

სასათბურე მეურნეობა

გადაჰყავს ნიადაგის მიკრო-მაკრო ელემენტები ადვილად ათვისებად ფორმებში. საშუალებას იძლევა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა და დიეტური პროდუქცია. ზრდის ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადებს. მცენარეთა დამწიფებისა და მსხმოიარობის დაწყების დაჩქარება.

ეკოლოგია

ეკოლოგია

აუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას ფერმებში; ანეიტრალებს და სპობს უსიამოვნო სუნს; ამცირებს გაზების რაოდენობას "ამიაკს, გოგირდწყალბადს" შენობებში; ამცირებს მწერებისა და ბუზების რაოდენობას საქათმეებსა და ცხოველების სადგომებში; აუმჯობესებს ფერმებთა შორის მიმდებარე ტერიტორიებს.

ნაკელი

ნაკელი

ემ-ნაკელი ჩვეულებრივ ნაკელზე 15-20-ჯერ უფრო ეფექტურია; ემ-კომპოსტის კვებითი ღირებულება 5-10-ჯერ აღემატება ემ-ის გარეშე ფერმენტირებული ნაკელისას, აქედან გამომდინარე, შეტანის ნორმა მცირეა; საგრძნობლად აჩქარებს ნაკელის გამოწვას; აქრობს უსიამოვნო სუნს.

EM-ის შესახებ

EM-ტექნოლოგიის ფუძემდებელია იაპონელი პროფესორი და მიკრობიოლოგი ტერუო ჰიგა. 1983 წელს ამ სწავლულმა შეძლო შეექმნა სასარგებლო ბაქტერიებისაგან ურთულესი კოპლექსი, რომელსაც უწოდა "ეფექტური მიკროორგანიზმები" (ემ). იაპონიაში წარმოშობილი ემ-ტექნოლოგია დღეს აღიარებულია 120-ზე მეტ ქვეყანაში. ის სერიოზულად ინერგება, როგორც ნაციონალური პოლიტიკის ნაწილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ემ არის ხსნარის სახით წარმოდგენილი კონცენტრატი, რომელშიც გამოზრდილია 86 შტამზე მეტი ლიდერი სასარგებლო მიკროორგანიზმი, რომლებიც რეალურად არსებობენ ნიადაგში. პრეპარატი არ შეიცავს გენეტიკურად შეცვლილ მიკროორგანიზმებს. ემ-ის განსაკუთრელობა იმაშია, რომ იგი შეიცვას როგორც აეორობულ, ასევე ანაერობული მიკროოგანიზმების მყარ და ძლიერ ასოციაციას. შერჩეული მიკროორგანიზმების შემადგენლობაშია: ფოტო-მასინთეზირებელი, აზოტ-მაფიქსირებელი, რძემჟავა ბაქტერიები, საფუარი, აქტინომიცეტები, მაფერმენტირებელი სოკოები და მათი ცოცხალი მოქმედების პროდუქტები. ჩამოთვლილი მიკროოგანიზმები ნიადაგში შეტანისას ააქტიურებენ ადგილობრივ საპროფიტულ მიკროფლორას, რომელიც გადაამუშავებს ორგანიკას მცენარეებისათვის იოლად მისაღწევ და ადვილად ასათვისებელ ფორმაში. ამასთან გამომუშავდება ნაირგვარი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ფერმენტები, ამინომჟავები, ბიოფუნგიციდები და სხვა, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ დადებით ზეგავლენას ახდენენ მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე, ასევე ასრულებენ მცენარეთა დაავადებისაგან დაცვისა და ნიადაგის გაჯანსაღების ფუნქციათა მთელ სპექტრს. რამდენადაც მიწების დიდი ნაწილი "დაავადებულია", მასში გაბატონებულია პათოგენური "ლიდერები". ნიადაგში შეტანისას ემ პრეპარატი რადიკალურად ზემოქმედებს ნიადაგის ბიოცენოზზე, ახშობს რა პათოგენურ მიკროფლორას. შედეგად ხორციელდება მიკროოგანიზმების ძირითადი მასის განწყობა - აღდგენაზე (რეგენერაციაზე) და მთელ ნიადაგს ეძლევა პროდუქტიული ძალა. ხდება ნიადაგის "გაჯანსაღება". ასეთი ნიადაგი 3-5 წლის განმავლობაში მთლიანად აღადგენს თავის უმაღლეს ნაყოფიერებას ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე! მინიმალური შრომითი და ფიზიკური დანახარჯებით ასეთ ნიადაგზე შესაძლებელი იქნება მაქსიმალური რაოდენობის უმაღლესი ხარისხის მოსავლის მიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • 555 88 88 00 / 568 39 44 43
  • კოსტავას N63

EM-ამბები

აგრო სიახლენი

როგორ მუშაობს EM?

  📗 EM მუშაობს ბუნებრივი პროცესებით. მთავარი კონცეფცია იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობენ მიკრობები, არის ის, რომ ისინი ფუნქციონირებენ გუნდებად და ეყრდნობიან ერთმანეთს, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ ინდივიდუალურად და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეფექტური კომბინაცია.   🔵 ჯანმრთელი ნიადაგი და სუფთა წყალი ინარჩუნებს მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებასა და ბალანსს. მაგალითად, როდესაც ნიადაგში მიკროორგანიზმების ბალანსი დაიშლება, ნიადაგი გაღატაკდება და […]

საშემდგომო ბაღი

საშემოდგომო ბაღი შემოდგომა გვიახლოვდება და ახალი სეზონისათვის დროა თქვენი ბაღის კონდიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარგი სეზონია სხვადასხვა კულტურებისათვის, შემოდგომის ტემპერატურა შეიძლება იყოს საუკეთესო ზოგიერთი ბოსტნეულის სრულყოფილი აყვავებისათვის. აქ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ (არ გააკეთოთ), რათა სეზონი წარმატებულად ჩაითვალოს. რა უნდა გავზარდო ბოსტნეულის მოყვანა შემოდგომაზე, ცივი კლიმატის პირობებში ჰგავს აზარტულ თამაშებს, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად […]

EM ტექნოლოგია უხვი მოსავლისათვის!

✅ შეიძინეთ მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში აპრობირებული უნიკალური EM      პრეპარატი და მიიღეთ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგები.      1 ლიტრის ფასია 29 ლარი. მთელი სეზონის განმავლობაში 1 ლიტრით        შეგიძლიათ დაამუშავოთ 600 კვადრატული მეტრი.       დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ☎  555888800;  568394443 📧  [email protected]       EM 1 ლ. იხსნება 1000 ლ. წყალში. კონცენტრანტი 1:1000       არ […]

მოვუფრთხილდეთ მცენარეებს!

გამოანგარიშებულია, რომ მთელი დედამიწის ზურგზე არსებული მცენარეები წელიწადში გამოყოფენ 400 მილიარდ ტონა ჟანგბადს, შთანთქავენ 300 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგსა და ქმნიან 380 მილიარდ ტონა საკვებ ნივთიერებას.

ტბის გაწმენდა

ახალ ზელანდიაში რამდენიმე წელია მუშაობენ კენტერბერის ტბაზე დიდი შედეგებით. შეშფოთების ძირითადი საგანი იყო ნიტრატებისა და ეკოლის მომატება. წყლის ტესტებმა აჩვენა, რომ EM-ის დამსახურებით ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა. წყლებში EM აღადგენს ბიოლოგიას, ნარჩენი საკვებისა და ჭუჭყის მოშორებით

EM-ის ეფექტი მეცხოველეობაში

მეცხოველეობაში მნიშვნელოვანია ყველა ასპექტის გათვალისწინება, არა მარტო იდეალური წარმოება, არამედ ცხოველთა ჯანმრთელობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოველური საწარმოებისათვის ჰიგიენური პირობების დაცვა. ამით უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტიულობა და ჯანსაღი გარემო. EM-ს მეცხოველეობაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის: ჰიგიენა, მწარმოებლურობის ზრდა, ცხოველების ჯანმრთელობა და უსიამოვნო სუნის მოშორება. EM-მა შედეგები მოგვცა სხვადასხვა ცხოველებში: ცხვრები, რქოსანი პირუტყვი, ქათმები, ღორები და ძაღლებიც […]

შედეგი ღორების ფერმაში

SHG Surjyodhigi არის პროგრესული ფერმერთა ჯგუფი, რომლებიც EM-ით ატარებენ ექსპერიმენტებს ცხოველებზე, ყველაზე მეტად კი ღორებზე. ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ფერმაში დაიწყეს EM-ის გამოცდა. ფერმერმა განაცხადა, რომ EM-ის გამოყენების შემდეგ მისი ღორებისს ზრდის ტემპმა შეადგინა 10-12 კილოგრამი 1 თვეში. შედეგად ღორი 1 თვეში გასაყიდად მზად არის.