როგორ მუშაობს EM?

 
📗 EM მუშაობს ბუნებრივი პროცესებით. მთავარი კონცეფცია იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობენ მიკრობები, არის ის, რომ ისინი ფუნქციონირებენ გუნდებად და ეყრდნობიან ერთმანეთს, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ ინდივიდუალურად და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეფექტური კომბინაცია.
 
🔵 ჯანმრთელი ნიადაგი და სუფთა წყალი ინარჩუნებს მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებასა და ბალანსს. მაგალითად, როდესაც ნიადაგში მიკროორგანიზმების ბალანსი დაიშლება, ნიადაგი გაღატაკდება და მცენარეები კარგად არ გაიზრდებიან. თუმცა, თუ მიკროორგანიზმები გააქტიურდებიან, ნიადაგიც შესაბამისად გაუმჯობესდება. როდესაც ნიადაგის მიკრობიოლოგია დაბალანსებულია, მცენარეები ჯანმრთელები იქნებიან და მდგრადები ისეთი სტრუქტურების მიმართ, როგორებიცაა დაავადებები და მავნე მწერები.
 
🔵 დაბინძურებულ მდინარეებში, სახეობები, რომელთაც არ შეუძლიათ გადარჩენა დეგრადირებულ გარემოში, ეკოსისტემაც განიცდის დეგრადაციას. და პირიქით, თუ მიკროორგანიზმების მრავალდეროვნება მდიდარია, ბუნების თვითგამწმენდი უნარი გაუმჯობესებულია და სუფთა წყალი დაბრუნდება. მიზეზი, რომლითაც EM-ს შეუძლია გადაჭრას პრობლემები, გამომდინარეობს იქიდან, რომ EM აღადგენს მიკროორგანიზმების ჯანსაღ ბალანსს ეკოსისტემაში, რითიც ბუნების თვითგაწმენდის უნარი იზრდება.
 
🔵 ეს მიკროორგანიზმები სრულიად ბუნებრივია და ყოველი მათგანი მოპოვებულია გარემოდან, მათ შორის ზოგიერთი მათგანი გვხვდება საკვებში (რძის მჟავის ბაქტერია – მაწონში)