საშემდგომო ბაღი

საშემოდგომო ბაღი
შემოდგომა გვიახლოვდება და ახალი სეზონისათვის დროა თქვენი ბაღის კონდიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარგი სეზონია სხვადასხვა კულტურებისათვის, შემოდგომის ტემპერატურა შეიძლება იყოს საუკეთესო ზოგიერთი ბოსტნეულის სრულყოფილი აყვავებისათვის. აქ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ (არ გააკეთოთ), რათა სეზონი წარმატებულად ჩაითვალოს.

რა უნდა გავზარდო
ბოსტნეულის მოყვანა შემოდგომაზე, ცივი კლიმატის პირობებში ჰგავს აზარტულ თამაშებს, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ეს შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. ქვემოთ მოცემულია იმ ბოსტნეულის ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება შემოდგომის თვეებში მებაღეობას:
ჭარხალი;
ბროკოლი;
კომბოსტო;
სტაფილო;
ყვავილოვანი კომბოსტო;
სალათა;
ისპანახი.
დაიწყეთ ახალი
შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ადგილი შემოდგომის ბოსტნეულისათვის დაბალპროდუქტიული ბოსტნეულის ამოღებით. ასეთებია: პომიდორი, კარტოფილი, ხახვი და სიმინდი. თუ კიდევ გაქვთ დარჩენილი დაუმწიფებელი პომიდორი, შეგიძლიათ ამოიღოთ და უკუღმა დაკიდოთ გრილ ადგილას, რათა დაასრულოს სიმწიფე. როდესაც ყველაფერს გაწმენდთ, თუ შეგიძლიათ დაამატეთ ნიადაგში ორგანული ნაკელი, რათა მიიღოთ ახალი მოსავალი.
შემოდგომაზე საუკეთესო შედეგების მისაღებად გამოიყენეთ მაღალი ხარისხის თესლის ნაზავი.

ყინვისაგან დაცვა
მზად უნდა იყოთ ყინვებისათვის. გამოიყენეთ კლოკები, რათა დაიცვათ თქვენი პატარა მცენარეები. კლოკი-არის სპეციალური გამჭირვალე სახურავები, რომელიც გამოიყენება გარეთ, ყინვისაგან დასაცავად.
ნებისმიერი დიდი ტერიტორიისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მატერიალები. მაგალითად: საბნები, ქაღალდები, ბრეზენტი – ყველაფერი რამაც შეიძლება დაიცვას მცენარე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცელოფნები, თივა და დიდი რაოდენობის მულჩი. უფრო მკაცრი ყინვებისათვის იდეალურია ცივი ჩარჩოები და კლოკები.