EM-ის ეფექტი მეცხოველეობაში

მეცხოველეობაში მნიშვნელოვანია ყველა ასპექტის გათვალისწინება, არა მარტო იდეალური წარმოება, არამედ ცხოველთა ჯანმრთელობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოველური საწარმოებისათვის ჰიგიენური პირობების დაცვა. ამით უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტიულობა და ჯანსაღი გარემო. EM-ს მეცხოველეობაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის: ჰიგიენა, მწარმოებლურობის ზრდა, ცხოველების ჯანმრთელობა და უსიამოვნო სუნის მოშორება. EM-მა შედეგები მოგვცა სხვადასხვა ცხოველებში: ცხვრები, რქოსანი პირუტყვი, ქათმები, ღორები და ძაღლებიც კი.

ასეთია შედეგები:

უსიამოვნო სუნის შემცირება;
მავნე მწერების შესამჩნევი შემცირება (ბუზები, ტკპები);
ნაკლები დაავადებები, რის გამოც მცირდება წამლებისა და ანტიბიოტიკების მოხმარება, რაც ასევე ამცირებს ვეტერინარის ხარჯებს;
პროდუქტის ბევრად მაღალი ხარისხი;
მნიშვნელოვანი ზრდა კვერცხის წარმოებაში;
ფეკალიებიდან გამოყოფილი მტვრისა და საზიანო გაზების შემცირება;
რძეში ცხიმის შემცველობის ზრდა;
გამრავლების უნარის ზრდა.